Загрузка...
მიხა ხელაშვილი - საღამოს მოგონება / mikha khelashvili - saghamos mogoneba - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » მიხა ხელაშვილი - საღამოს მოგონება / mikha khelashvili - saghamos mogoneba


4:41 PM
მიხა ხელაშვილი - საღამოს მოგონება / mikha khelashvili - saghamos mogoneba


მთვარევ, დაბძანვას აპირებ,
რად მალე დაიხარეო?
წადი, ხო მაინც არ იშლი,
ჩარგლის თავს გაიარეო,
იმას უამბე ამბავი,
ვისთანაც დაგაბარეო.
უთხარ, რომ მწარე ფიქრები
სალხინოდ გამასცალეო
და ამ წერილის კითხვითა
გაართე, გაახარეო.
გული, მტირალი ჩუმადა
ცოტა ხანს დაიწყნარეო,
გაირთე ქვეყანაზედა,
მიიარ-მოიარეო,
შახედენ მთათა და კლდეთა,
- ამდენი არემარეო!
მარტო შენ თავი ნუ გგონავ
მტირალი, მგლოვიარეო.
ათი-ათასი სხვაც არი,
ქვეყანა მოვიარეო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1183 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, mikha khelashvili, leqsebi, მიხა ხელაშვილი, leqsi, mixa xelashvili, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0