იმ დღეს მომასწრო ნეტავი ჩვენი სამშობლო ზეობდეს, თქვენამცა გაგმარჯვებოდეთ მტერი ვეღარა მტერობდეს. ქვეყანა შემოგნატროდეთ თავზე გვირგვინი გშვენოდეთ; და საშა სულხანიშვილი* მრავალჟამიერს მღეროდეს, მე, ფშაველიცა იქ ვიყო, ასე გენახოთ მე ოდეს, ლექსობას არ ვათავებდე სმენაცა არ მოგწყენოდეთ.
* - ალექსანდრე სულხანიშვილი - ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..