Загрузка...
მიხა ხელაშვილი - მოვქუჩდეთ დედაქალაქსა / mikha khelashvili - movquchdet dedaqalaqsa - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » მიხა ხელაშვილი - მოვქუჩდეთ დედაქალაქსა / mikha khelashvili - movquchdet dedaqalaqsa


4:45 PM
მიხა ხელაშვილი - მოვქუჩდეთ დედაქალაქსა / mikha khelashvili - movquchdet dedaqalaqsa


მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი,
სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი,
და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,
სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი.
კიდევ იხილოს ქალაქმა, ფშავ-ხევსურთ აბჯართ ჟღერანი,
თუკი წაგვართმენ სამშობლოს, რად გვინდა თვალთა ცქერანი,
მივალთ იქ, საცა რომ უჭირს, შორით არ გვიყვარს მზერანი,
სუყოველთვისინ ომი გვაქვს, ჭრილობა, სისხლის დენანი.
თვალითა ვხედავთ, რა ცხადად, რად გვინდა წარმოდგენანი,
მივხედ-მოვხედოთ ქართველთა, მტერნი გვყავს რაოდენანი!
ჩვენ წაქცეული უფლება, უკვდავად აღვადინოთა,
ისევ ძველნი ვართ ქართველნი, სუყველას ვაგრძნობინოთა,
მტერს დავხვდეთ მამა-პაპურად, ცხვირს სისხლი დავადინოთა,
დაუძინებელ მტერთათვის ცოტა ოფლ მოვიდინოთა.
მოვსპოთ იმათი ძალ-ღონე, სამუდამოდ მოვილხინოთა,
მოვბრუნდეთ, დროშა ქართული ამაყად გადმოვფინოთა.
ქართლისა კათალიკოსსა სიონში ვაწირვინოთა,
ღვთისმშობელს, ივერთა მცველსა, გალობა აღუვლინოთა,
მცხეთას, ერეკლეს კუბოსა, ლამპრები აღუტყინოთა,
ბნელში ნამყოფი სამარე, სანთლებით გაუბრწყინოთა.
ერთგულთა ქება შავასხათ, ორგულთა შავაგინოთა,
დავსხდეთ, ქეიფი გავწიოთ თავისუფლების ღვინითა,
სხვის სამეფოსა ძმურადა პასუხი მოუსმინოთა,
ჩვენზე ამაყი სიტყვის თქმა, არავის დაუთმინოთა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1010 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, mikha khelashvili, leqsebi, მიხა ხელაშვილი, leqsi, mixa xelashvili, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0