Загрузка...
მიხა ხელაშვილი - ლექსი ალექსი მისრიაშვილზედ / mikha khelashvili - leqsi aleqsi misriashvilzed - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » მიხა ხელაშვილი - ლექსი ალექსი მისრიაშვილზედ / mikha khelashvili - leqsi aleqsi misriashvilzed


4:48 PM
მიხა ხელაშვილი - ლექსი ალექსი მისრიაშვილზედ / mikha khelashvili - leqsi aleqsi misriashvilzed


ფშავისკენ შავნი ღრუბელნი რად რარა გადმოდიანო,
შემოგვხვდებიან წვერზედა მთაწმინდავ ვარსკვლავიანო,
დაგიჩრდილებენ ნისლები, მზის მოსვლას დაგიშლიანო,
ხელშეკრულ ჩამოვავლევენ, მისრიაშვილო ხმიანო.
ხე და ქვან დაგემშვიდობნენ, მთანიც კი მოგსტირიანო,
დუშეთის კრებას დაესწარ გულდინჯო, მოკლე დღიანო,
იფიქრე გამომიშვებენ, დამკითხვენ გამომცდიანო,
დახვრეტას გადაგიწყვეტენ რა დიდხანს დაგაცდიანო;
ცოცხალს სამარეს გითხრიან, სიკვდილს არ დაგაცლიანო,
შიგ ჩასწევ, ამოიკვნესე, მანძილა ხარო რქიანო.
ალექსი ვეღარ მოგივათ ფშავში დეკანო, ღვიანო,
ვეღარც ამოხვალთ ლაღადა არაგვის პირზე იანო,
ქვეყანა არ დაგივიწყებს, სწორებში ეხტიბრიანო,
შვილებსა ლეგა მგლისასა, მისრიან გამაზრდიანო,
ლაშარ-ღელესა ფშავლები, თავით თავს მოიყრიანო,
სამი დროშით და ფერხისით საჯარეს შამუვლიანო,
შენს შვილებს დაუძახებენ, წინ სუფრას გაუშლიანო,
შესანდობარსაც დალევენ, თასებსა გამასცლიანო,
დაიძახებენ შენს ლექსსა, ცრემლებსა გადმაჰყრიანო!
შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო,
გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,
ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო,
მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1451 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, mikha khelashvili, leqsebi, მიხა ხელაშვილი, leqsi, mixa xelashvili, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0