მიხა ხელაშვილი - იმედი / mikha khelashvili - imedi
უკვდავი არის იმედი თუმც ზამთარია ტიალი, ეს თოვლი ადრე დადნება წყლებმა გაიღოს ჩხრიალი, თეთრმა მანდილმა მთებისამ მწვანედ დაიწყოს ციალი, და თბილისისკე ქართულმა ჯარმა მოიღოს გრიალი; ამ დროსთვის ვიყვე გმირულად იდგეს ხმალ-ხანჯრის ტრიალი, ვუჩვენოთ მტერთა - ორგულთა ეროვნულ დროშის ფრიალი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..