Загрузка...
მიხა ხელაშვილი - დროთ გაიარეს / mikha khelashvili - drot gaiares - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » მიხა ხელაშვილი - დროთ გაიარეს / mikha khelashvili - drot gaiares


4:52 PM
მიხა ხელაშვილი - დროთ გაიარეს / mikha khelashvili - drot gaiares


დროთ გაიარეს მრავალთა,
მიაქვთ თვენი და დღეები,
ვუყურებ, პირისპირ მიდგას
ჩემის სამშობლოს კლდეები,
შიგ არ მიშვებენ, ნისლებსა
აქვთ დაკეტილი ბჭეები,
უპირისპირებს თხემებსა
გადამავალი მზეები.
მზის სხივთა გადაიარეს
მზის წვერთა მოცინარეთა,
უბერავს ჩქარი ნიავი,
ფოთოლთ შაურხევს არეთა,
ჩხრიალი მიაქვს წყაროთა
თავ-თავქვე მომდინარეთა,
ცრემლი სდის კლდეთა მტირალთა
აროდის მოცინარეთა.
ზამთარ-ზაფხულში უცვლელთა,
მეხისა მლოდინარეთა.
ჩაბნელებულან ჭალანი,
აღარ ისმიან ხმანია.
მთვარე ვერ შუქობს, ზოგს ალაგს
არ იგებიან გზანია,
წყალობა უბოძებია,
ცამ ჩამოყარა ნამია,
მთის ქუჩსაც ჩაუმწყაზარა
გვალვით დამწვარი თმანია.
ცაზედ ბჟუტავენ ობოლნი
ნერგნი ვარსკვლავნი მქრქალნია!
ჯერ გათენებას რა უნდა,
ჯერ შემოდგომის ჟამია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1079 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, mikha khelashvili, leqsebi, მიხა ხელაშვილი, leqsi, mixa xelashvili, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0