Загрузка...
მიხა ხელაშვილი - ბუნება / mikha khelashvili - buneba - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » მიხა ხელაშვილი - ბუნება / mikha khelashvili - buneba


4:54 PM
მიხა ხელაშვილი - ბუნება / mikha khelashvili - buneba


ეს ოხერ ბუნების ძალა,
საიდან სადა ჰყვებაო,
ვერც ბრძენთა მისთვის
ქება თქვეს,
ვერცრა მე გამეგებაო.

მოდის ზამთარი, ზაფხული,
თოვლი და მიწა ზედაო,
ზოგთად ოქროდ ღირს ქვეყანა,
ზოგთად კი - აღარც ბზედაო.
ოხერის საწუთროსაგან
სუყველა დაიცდებაო.

მხოლოდ ეს მთები მაკვირვებს,
სულ მუდამ ცას აჰყურებენ,
და ნისლნი - ფიქრნი ღვთიურნი,
სულ მათს გარშემო რგულობენ,
და ქარნიც ღვთივ მონაბერნი
მთის გულ-მკერდს დაჰბურბურებენ,
სულ განუწყვეტელ ზღაპარსა
ეტყვიან, დასჩურჩულებენ.

ცა თავის წესსა ასრულებს,
თავისსა მზე - მთვარიანად,
და დედამიწა თავისას,
მდუმარებს მთა-ბარიანად.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1434 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, mikha khelashvili, leqsebi, მიხა ხელაშვილი, leqsi, mixa xelashvili, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0