Загрузка...
მიხა ხელაშვილი - ავი სიზმარი / mikha khelashvili - avi sizmari - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » მიხა ხელაშვილი - ავი სიზმარი / mikha khelashvili - avi sizmari


4:55 PM
მიხა ხელაშვილი - ავი სიზმარი / mikha khelashvili - avi sizmari


აგრე გვრძნობ, აგრე მიფიქრავ,
ავ სიზმარ ამიხდებისა,
ან ტყვია შემათამაშებს
გამოსროლილი მტრებისა,
ანდა გამრიყავ ჭალაზე
ზოვი დაღესტნის მთებისა,
სალეკოს მონათოსდება
ნაძოძი ჩემი ძვლებისა,
ჩამამყვებიან ყორნები
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა,
შენს ნაცვლად ცრემლებს დამაყრის
ცელქი ჩარჩქერი მთებისა,
რა მამა დამიღონდება
რა დედა ატირდებისა.
შენ მაინც დამიტიროდი
ჩემებრ ტანჯულო ბედისა.
ჩემს გულში, ჩემო მნათობო
მჩაგვრელო ვარსკვლავებისა.
მე ჩემს გეძახი, არ ვიცი,
იქნება გახდე სხვებისა,
მშვიდობით, მენაც მივდივარ,
დრო არის გამგზავრებისა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1246 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, mikha khelashvili, leqsebi, მიხა ხელაშვილი, leqsi, mixa xelashvili, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0