Загрузка...
ალექსანდრე აბაშელი - ცხრა წყარო / aleqsandre abasheli - ckhra tskaro - 9 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 9 » ალექსანდრე აბაშელი - ცხრა წყარო / aleqsandre abasheli - ckhra tskaro


10:23 AM
ალექსანდრე აბაშელი - ცხრა წყარო / aleqsandre abasheli - ckhra tskaro


ჩვენ რატომღაც ყველაფერი ცხრა გვიყვარს:
ცხრა მზე, ცხრა ზღვა, ცხრა მუხა და ცხრა კარი.
აგვაფრენს და ცხრა მთას იქით წაგვიყვანს
ცხრათვალა მზის ცხრაფრთიანი ზღაპარი.

იყვნენ: შოთა, ჩახრუხაძე, შავთელი, -
პოეზია ანათებდა წინათაც.
ჩამოვთვალე მე ცხრა დიდი ნათელი,
რაც ჩვენს ცაზე სხვადასხვა დროს ბრწყინავდა.

მათ ჩვენს გულში ყველას თავის წილი აქვს,
ჩვენც არ ვაკლებთ დიდებას და ვაშასა -
გურამიშვილს, ორბელიანს, ილიას,
ბარათაშვილს, აკაკის და ვაჟასა.

ყველაფერი ქართულია, ჩვენია,
ქართლის ბაღში რაც იზრდება, რაც ჰხარობს,
რუსთაველის მადლი გადაჰფენია
საქართველოს პოეზიის ცხრა წყაროს.

1945


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1123 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, aleksandre abasheli, ლექსები, პოეზია, leqsebi, aleqsandre abasheli, ხელოვნება, xelovneba, ალექსანდრე აბაშელი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0