მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 9 » ალექსანდრე აბაშელი - უცნაური ამბავი / aleqsandre abasheli - ucnauri ambavi
10:24 AM ალექსანდრე აბაშელი - უცნაური ამბავი / aleqsandre abasheli - ucnauri ambavi
თბილისის ღამეს შიში სწვივია: ამბავი მოაქვს მტკვარს უცნაური, - ავჭალას ცეცხლი შემოხვევია, ანთებულ რკინის ისმის ხმაური.
დაირღვა ძილი და მყუდროება, მიეცა ღამე ჟრიამულს უჩვევს; ნაძვის სვეტები თეთრ ურდობად შემოესია თბილისის ქუჩებს.
და დაირაზმა შიშველ სვეტების რკინის ფეხებზე შემდგარი ჯარი, დატყვევებული ცეცხლის წვეთები რომ დაარიგოს მეტის სიჩქარით.
ის ავჭალიდან სინათლეს ელის და მთელი ღამე არ დაიძინებს; შუშის კბილებით უჭირავს ქსელი, სადაც მორჩილი ელვა იდინებს.
როცა სვეტები გადაიქცევა ათასი მთვარის ეშაფოტებად, სნეული ჩრდილი ცად აიწევა, იმატებს ღამის გაბოროტება,
ვერას გახდება - ბევრიც იბრძოლოს, და რომ ინათებს დილა სისხამი, წავა და სადმე ქალაქის ბოლოს თავს ჩამოიხრობს თბილისის ღამე.
1926
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1144 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, aleksandre abasheli, ლექსები, პოეზია, leqsebi, aleqsandre abasheli, ხელოვნება, xelovneba, ალექსანდრე აბაშელი, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|