Загрузка...
თინათინ მღვდლიაშვილი - სიზმარში ვნახე სააკაძე / tinatin mghvdliashvili - sizmarshi vnakhe saakadze - 9 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 9 » თინათინ მღვდლიაშვილი - სიზმარში ვნახე სააკაძე / tinatin mghvdliashvili - sizmarshi vnakhe saakadze


10:28 AM
თინათინ მღვდლიაშვილი - სიზმარში ვნახე სააკაძე / tinatin mghvdliashvili - sizmarshi vnakhe saakadze


სიზმარში ვნახე სააკაძე -
შავნაბადაზე ასულიყო,
მუხლი მოედრიკა მაცხოვრისთვის,
ლოცვად მამულისთვის დამდგარიყო.
დღე იდგა ბნელი, სუსხიანი,
მზე სანთელივით ჩამქრალიყო,
ტაძართან იწვა თეთრი ბიჭი,
ძერათა ლუკმა გამხდარიყო.
მინდორში იდგა ღვთისმშობელი,
სიმწრისგან ცრემლად დაღვრილიყო,
პაატას თმები ნახანჯლარი,
ნაავდრალ ცაზე გაშლილიყო...
მდინარეს ხრამი ამოევსო,
ლურჯი გზაწვრილი ჩაშლილიყო,
მთის წვერზე მგზავრი გაჰკიოდა, -
ომი სამარცხვინო ამტყდარიყო!
ბაზალეთს ეცვა შავი კაბა,
ქართველთა ხიდი ჩამტყდარიყო,
ვაი, დიდგორი და ბასიანი
მტრის საამებლად წამხდარიყო...
წმინდა გიორგი თეთრი ცხენით
ძმებს შორის კედლად ჩამდგარიყო,
ყველა ქვა-ლოდი და საფიცარი -
ყველა ერთიანად დამტყდარიყო!
შავნაბადაზე შავი რაშის
პატრონი სადღაც გამქრალიყო...
გიორგის ხმალი აელესა,
თბილისის კართან შემდგარიყო,
დედა საქართველოს იფიცებდა!
დედა სამშობლოსთვის დამწვარიყო!
. . . . . . . . . .

თავზარდაცემულმა გავიღვიძე,
ხორცი ტკივლისგან მენგრეოდა,
თითქოს შავნაბადას ფერდობიდან,
ისევ ბაზალეთი თენდებოდა...

1990 წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1284 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, tinatin mghvdliashvili, tinatin mgvdliashvili, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, თინათინ მღვდლიაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0