მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 9 » თინათინ მღვდლიაშვილი - მონატრება / tinatin mghvdliashvili - monatreba
10:30 AM თინათინ მღვდლიაშვილი - მონატრება / tinatin mghvdliashvili - monatreba
თბილისს ვარდისფერი სახე გაუფრინდა, ყელზე დაეკიდა მთვარე... როგორ მენანება, როგორ მენატრება, ნაღდი თბილისური ღამე.
სანთლის სიჩუმეში მკრთალი ფოთოლცვენა, ბაღში - მოწყენილი გედი, ტაძრის სინაზეში ჩიტის გადაფრენა, თმები - მოქნეული ფრთები.
მტკვარი მოჩითული ჭადრის ფარდაგებით, ცხელი სიყვარულის როკვა, მერე ცრემლები და მერე სინანული, სიონს გალობა და ლოცვა.
მერე მთაწმინდაზე დიდი ღამისთევა, ვაჟას პოეზიის ცეცხლი. ცისფერ ბილიკებზე ლურჯი გარინდება, გალას სისხლიანი ლექსი.
მერე სიგიჟე და თეთრი მწუხარება, გული - გაგლეჯილი მთვარე. ღმერთო, მენატრება, როგორ მენატრება ნაღდი თბილისური ღამე.
1991 წ. 17 იგრიკა
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1129 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, tinatin mghvdliashvili, tinatin mgvdliashvili, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, თინათინ მღვდლიაშვილი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|