მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 9 » თინათინ მღვდლიაშვილი - ბერიკონში / tinatin mghvdliashvili - berikonshi
10:33 AM თინათინ მღვდლიაშვილი - ბერიკონში / tinatin mghvdliashvili - berikonshi
რესტორნის კვამლში იხრჩობა მიხაკი, სუნთქვა ეკვრის და ტირის, ვიღაცა არშიყობს, ვიღაცა კეკლუცობს, ვიღაცა მოდის და მიდის.
ჩასკუპებულან, ჩახუტებულან, ბერძნული „ელადა“ მღერის, დგას ოხშივარი ნდომის და სურვილის, უნიჭო მკერდის თუ წვივის.
გარეთ კი წვიმს, და მტკვარი მიღოღავს, ცხელა და მტკვარსაც ცხელა, ზოგს დაავიწყდა ვის გორს ატარებს, ზოგს ახსოვს, ცოტად თუ ბევრად.
ვზივარ დარბაზში, მარჯვნიდან მამხნევებს ჩემი მეუღლის სითბო, ღმერთო, რა კაცია, ვერ დავამშვიდე, ქართულ სიღერებს ითხოვს.
დარბაზს კი უკვე ფეხზე ჰკიდია, ვინ მღერის, რას და რატომ! ღმერთო, დამიფარე, ეს რა სიგიჟეა, ამაყ ლილეოს ვნატრობ.
კვამლიან დარბაზში იხრჩობა მიხაკი, ბერძნული ანსამბლი მღერის, არც ბერძნებს ეტყობათ ნამდვილი ბერძნობა, სისწორე სახის და მკერდის.
რაღაც კოშმარია, რაღაც დომხალია, მღერიან, ცეკვავენ, დგანან... სკამებს მიჯაჭვული, ნიკო ფიროსმანის მიბაძულ სურათებს გვანან.
იხრჩობა დარბაზი, მარჯვნიდან მამხნევებს ჩემი მეუღლის სითბო, ღმერთო, რა კაცია, რა დაამშვიდებს, ქართულ სიმღერებს ითხოვს!
1987 წ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1037 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, tinatin mghvdliashvili, tinatin mgvdliashvili, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, თინათინ მღვდლიაშვილი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|