Загрузка...
თინათინ მღვდლიაშვილი - ბედის ვარსკვლავო / tinatin mghvdliashvili - bedis varskvlavo - 9 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 9 » თინათინ მღვდლიაშვილი - ბედის ვარსკვლავო / tinatin mghvdliashvili - bedis varskvlavo


10:34 AM
თინათინ მღვდლიაშვილი - ბედის ვარსკვლავო / tinatin mghvdliashvili - bedis varskvlavo


ცაზე ციმციმებ,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი,
ო, როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახო,
ო, რა ხანია გელი.

ბედის ვარსკვლავო,
შემომხვიე თბილი მკლავები,
ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა.
ჩუმად მითხარი, სად იყავი გადაკარგული,
ვინ შეგიყვარდა?..

ბედის ვარსკვლავო,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ანათებ შორეული და იდუმალი.
იქნებ ჩემსავით სიყვარულმა გატკინა გული,
ჩუმად მითხარი...

ბედის ვარსკვლავო,
იდუმალო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ციმციმებ საიდუმლო მარადიული.
ყოჩივარდები მენატრება თავდავიწყებით
და სიყვარული...

1990 წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1265 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, tinatin mghvdliashvili, tinatin mgvdliashvili, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, თინათინ მღვდლიაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0