Загрузка...
ნოდარ ჯალაღონია - შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო / nodar jalaghonia - shen, saqartvelos imedad da vardad gashlilo - 9 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 9 » ნოდარ ჯალაღონია - შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო / nodar jalaghonia - shen, saqartvelos imedad da vardad gashlilo


10:37 AM
ნოდარ ჯალაღონია - შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო / nodar jalaghonia - shen, saqartvelos imedad da vardad gashlilo


შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო,
ეს ვინ ჩაგაცვა შავი ძაძა აპრილის თვეში,
შენ საქორწილო კაბა უნდა ჩაგეცვა, შვილო,
ვარდების ნაცვლად შავი დროშა გიჭირავს ხელში.

სამშობლოსავით ხარ ამაყი, ლამაზი, მტკიცე,
ხარ ქეთევანის და წყნეთელის გენის და ჯიშის.
ცრემლით კი არა, ეგ თვალები სავსეა ფიცით,
არავითარი დაჩოქება, კრთომა და შიში.

ერის რისხვას და ხალხის წუხილს ვინ შეაკავებს,
გზა გოლგოთისა ადრეც ბევრჯერ გამოგივლია.
ქართველი ქალის დროა ახლა არის აკვანი
და „იავნანა“ ყოველ ქართველ დედის ჰიმნია.

დაიცხრე, შვილო, ეგ წუხილი და მრისხანება,
წინაპრებივით უმკურნალე ქვეყნის იარებს,
შენი ცხრა შვილის ცხრა პერანგი მტრების ჯინაზე
სამშობლოს ცაზე დროშასავით ააფრიალე.

1989 წ. აპრილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1321 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, nodar jalaghonia, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, ნოდარ ჯალაღონია, nodar jalagonia, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0