Загрузка...
ნოდარ ჯალაღონია - ქალი, რომელიც გიყვარს / nodar jalaghonia - qali. romelic gikvars - 9 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-05-09, 6:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 9 » ნოდარ ჯალაღონია - ქალი, რომელიც გიყვარს / nodar jalaghonia - qali. romelic gikvars


10:38 AM
ნოდარ ჯალაღონია - ქალი, რომელიც გიყვარს / nodar jalaghonia - qali. romelic gikvars


ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1110 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, nodar jalaghonia, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, ნოდარ ჯალაღონია, nodar jalagonia, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0