Загрузка...
გრიგოლ რობაქიძე - ქართველ ხელოსანს სალამი სონეტით / grigol robaqidze - qartvel khelosans salami sonetit - 12 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 12 » გრიგოლ რობაქიძე - ქართველ ხელოსანს სალამი სონეტით / grigol robaqidze - qartvel khelosans salami sonetit


3:31 PM
გრიგოლ რობაქიძე - ქართველ ხელოსანს სალამი სონეტით / grigol robaqidze - qartvel khelosans salami sonetit


შენს წინ იშლება საქართველოს ჭალათა თასი:
შიგ აკვეთილი ბედისწერის მოძმე კედლები, -
და იღვიძებენ შენში ძველთა შმაგი ხმალები,
მაგრამ განელებს სილამაზით სიტყვა შოთასი...

შენ გესხურება ხელოვნების ტალღა ათასი,
გარს ეხვევიან ზურმუხტოვან ტყეთა ალები –
ენთები ტრფობით ალესილი, თან იალები.
და მხრებს გიმშვენებს მოსასხამად ცეცხლის ატლასი.

ფიქრმორეული ამართულხარ კლდის ნაპირებზე,
ლოდინით ჰკვეთავ, ავარვარებ ყოველ ალიონს. –
და როს ნისლებში აიჭრება ტურფა პირიმზე,

ჟინით დამწვარი გადასძახებ მუქარას რიონს;
ხედავ, იქ შორით მოელვარებს თეთრი მხედარი, -
ის დაჭრილია, მაგრამ გმირი მაინც მხნედ არი...

1917


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1071 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0