Загрузка...
გრიგოლ რობაქიძე - ფრანგ პოეტს / grigol robaqidze - frang poets - 12 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 12 » გრიგოლ რობაქიძე - ფრანგ პოეტს / grigol robaqidze - frang poets


3:46 PM
გრიგოლ რობაქიძე - ფრანგ პოეტს / grigol robaqidze - frang poets


შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.
სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.
ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.
ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.

ტანამღვრეული ეშურები მაცდურ აშარას.
ლუესის წვეთით გიხელდება ბნელი დიანოს.
აპოკალიპსის ცხენს აუბამ ლექსის ავშარას.
ხერხემლით ჰშიშობ: განკითხვის დღემ არ იგვიანოს.

თეთრად ათენებ: თავს გესხმიან ავი ბოდვები.
ბნედა გერევა მიწის წყლულის ხილვით გაოსილს,
დამხრჩვალ კატებში გაოგნდება მთვარის ცოდვები.

პირზე გაშრება ცოფიანი დუჟი ქაოსის.
განთიადისას ლორწიან ტუჩს მზის ძაღლი გლოკავს.
შენს სონეტებში გადარევა შეკრული როკავს.

1920


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1226 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, grigol robaqidze, გრიგოლ რობაქიძე, პოეზია, ლექსები, grigol robakidze, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0