Загрузка...
გრიგოლ რობაქიძე - ტიციან ტაბიძეს / grigol robaqidze - tician tabidzes - 12 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 12 » გრიგოლ რობაქიძე - ტიციან ტაბიძეს / grigol robaqidze - tician tabidzes


3:47 PM
გრიგოლ რობაქიძე - ტიციან ტაბიძეს / grigol robaqidze - tician tabidzes


შენში იწვიან ძველ ქურუმთა ლოცვის თესლები.
ტკბილი სონეტი ესიტყვება გვართა მოირას.
ხსოვნას გილბობენ იზიდასი შენ სარეცლები:
ქალდეას სიზმარს რომ აგრძელებ ასე ზმორიანს.

ცხელ ზმანებაში ქვეყნის საშოს თითქო ეცლები:
ჟღალი თვალებით “შიში ძველი” შენთან მოიარს.
წარღვნის სიავით ამღვრეული დაიგესლები
სიკვდილის ღრენა ფიქრს დაგიფრთხობს როგორც მორიალს.

ღამის გუბეში გალეშილი ბნელი ქაოსი
შენში აპირებს მუნჯი რიტმის უხვად ამოცრას,
როს მოგესხმება ლუში ლირწი მისი ხავოსი, -

ყივილით ისვრი საიდუმლო სიტყვას საოცარს
არ შეგეშინდეს ძნელი ცნობის: ბავშო ტიციან:
რომ დიონისო შენი ჩუმი ძმადნაფიცია.

სტამბოლიდან-ბათომს 1919 მარტის 31,
ბრიტანიის გემი “კატიომბა”


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1155 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, grigol robaqidze, გრიგოლ რობაქიძე, პოეზია, ლექსები, grigol robakidze, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0