Загрузка...
გრიგოლ რობაქიძე - ს.ჯ.-ს (სიმონ ჯაფარიძეს) / grigol robaqidze - s.j.-s (simon jafaridzes) - 12 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 12 » გრიგოლ რობაქიძე - ს.ჯ.-ს (სიმონ ჯაფარიძეს) / grigol robaqidze - s.j.-s (simon jafaridzes)


3:48 PM
გრიგოლ რობაქიძე - ს.ჯ.-ს (სიმონ ჯაფარიძეს) / grigol robaqidze - s.j.-s (simon jafaridzes)


ეშხით გახსნილან გიშრის თასში შენი თვალები,
შენი თვალები შაირია სილამაზისა:
როს გაიღიმებ – ირხევიან მთის მწვერვალები.
როს დაფიქრდები – იჩრდილება მდელო ვაზისა.

თავის ამართვა ამაყი გაქვს მთის გავაზისა.
შენს გამოხედვას სილამაზე ვერ ემალება;
ჰო, რომ იცოდე, ვით თვრებიან შენით ქალები!
ჰო, რომ იცოდე, ვით ხალისობს შენი თმა მზისა!

დრო ულმობელი შენს გიშერსა ნელად ათოვებს,
ხოლო ვეჭვობ კი: შავ განზრახვას ვერ აათავებს;
საზარელია და სასტიკი ხანის კვეთება:

ცელავს და ლეწავს ლაღი სიტკბოს ნაზ ლერწამებსა, -
მაგრამ შენთან კი თვით სიკვდილიც მხოლოდ შეკრთება
და ჩუმი კოცნით დაგიხუჭავს მაგ წამწამებსა.

1916


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1134 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, grigol robaqidze, გრიგოლ რობაქიძე, პოეზია, ლექსები, grigol robakidze, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0