Загрузка...
გრიგოლ რობაქიძე - სონეტი ლოცვის ახალ მხედართ: ვ. გაფრინდაშვილს, პ. იაშვილს, ტ. ტაბიძეს, გ. ტაბიძეს - 12 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 12 » გრიგოლ რობაქიძე - სონეტი ლოცვის ახალ მხედართ: ვ. გაფრინდაშვილს, პ. იაშვილს, ტ. ტაბიძეს, გ. ტაბიძეს


3:50 PM
გრიგოლ რობაქიძე - სონეტი ლოცვის ახალ მხედართ: ვ. გაფრინდაშვილს, პ. იაშვილს, ტ. ტაბიძეს, გ. ტაბიძეს


უძირო სევდა, ნელი სევდა, ვით ძილი ქვისა,
ფიცხელი ფიქრის, მწვავე ფიქრის წითელი გზნება,
უნისლო ტევრი, ხშირი ტევრი უსიტყვო თქმისა
დამწვარი თვლემა მყურდო, მკრთალი, დამწვარი ვნება.

ყვავილი ტრფობის, თეთრი, ნაზი, ცახცახობს, ჭკნება,
ნაჩქეფი აღარ ათრობს სმენას ძვირფასი ხმისა,
შორიდან ესმის ფიცხელ ლოდინს ხმაური ღვთისა,
იშლება სული, ერთი ნდობით ნელდება ნება.

უფალო, ოი, მშვიდო, ლაღო, მაღალო, წყნარო,
ჩაეშვი ჩემი სულის თასში, ვით გრილი წყარო,
იხსნება შენთვის გული ჩემი, სათუთი ნელი. –

ვეწაფვი ფიცხი შენი სუნთქვის მათრობელ ალსა,
ნეტარობს შენით ჩემი კრთომის ყოველი წნელი.
გიცქერი მზე-გრძელს, ერთი წამით დავხუჭავ თვალსა.

1916


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1141 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, grigol robaqidze, გრიგოლ რობაქიძე, პოეზია, ლექსები, grigol robakidze, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0