Загрузка...
მერაბ კოსტავა - ცხოვრობდა ერთი ასული / merab kostava - ckhovrobda erti asuli - 16 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 16 » მერაბ კოსტავა - ცხოვრობდა ერთი ასული / merab kostava - ckhovrobda erti asuli


7:16 PM
მერაბ კოსტავა - ცხოვრობდა ერთი ასული / merab kostava - ckhovrobda erti asuli
ცხოვრობდა ერთი ასული
სახელად ერქვა დეია,
რამდენი ღამე უძილო
ჩემს ფიქრთან გაუთევია.

წავიდა მერე დეია,
ცხრა გორას გადაეფარა,
წარბიც არ შეურხევია,
ან ვისი ფარა ებარა?!

მას მერე მისმა ხატებამ
მაწვალა, ბევრი მიარა,
როგორც სახადმა
დამცა და დამაიარა.

აღარც კი ვიცი მას შემდეგ
ქვეყნად რამდენი იარა,
ეს ფლიდი წუთისოფელი
ვის ხელში გამოიარა:

რამდენს შეფარვით უქია,
რამდენი ვიშით დაღალა,
რამდენის ცრემლი უღვრია
ან ვისი გული ახარა.

თხოვნაზე ცივი უარი
ან ვისთვის დაუთენია,
ალალად იმას შეერგე
ვისაც ინდომებ, დეია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1102 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, merab kostava, leqsebi, merab kostavas shemoqmedeba, ხელოვნება, მერაბ კოსტავა, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0