Загрузка...
მერაბ კოსტავა - შიმშილობა (ნაწყვეტი) / merab kostava - shimshiloba (natskveti) - 16 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 16 » მერაბ კოსტავა - შიმშილობა (ნაწყვეტი) / merab kostava - shimshiloba (natskveti)


7:18 PM
მერაბ კოსტავა - შიმშილობა (ნაწყვეტი) / merab kostava - shimshiloba (natskveti)
ეგ ოდითგანვე კარგად იციან,
ცნობილი განა ახლახან გახდა,
თუ ძველი სიბრძნე და ტრადიცია
რად აიგივებს ანგელოზს ბალღთან.
იქ კვლავაც ვხედავთ მბრუნავ იქცევისს,
ვით უძღებობის ჩვენისას მიზეზს,
ხელახლა ბალღად თუ არ ვიქცევით,
სასუფეველში ვერ შევალთ ისე.
ვინაც ირეკდა, განეღო კარი,
მაღალთა შორის მოიხსენებენ,
ის სანუკვარი საცაა მხარე,
სადაც მართალნი განისვენებენ,
ეგეც ვიკითხოთ, განა ღირსი ვარ,
შევერთო წმინდა განსასვენებელს,
ეგება ცოდვის მორევში ვზივარ,
ღირსი არა ვარ მათი ხსენების.
ჩემგან ნათქვამი აქ ძევს უკლებლად,
სიტყვა ბილწი და არგასამხელი,
და ამის შემდეგ კი მაქვს უფლება
ვახსენო უფლის წმინდა სახელი,
...
განმისპეტაკე, მაღალო ცაო,
გველისა ტრედთან შეხმატკბილება,
ბალღურ სიწმინდეს რომ შევუზავო,
ცხოვრების ჩემის გამოცდილება.
ედემის ბაღი სხვა არა არის,
თუ არა წყარო ფორმადმქმნელ ძალთა,
სადაც მუსიკობს სფეროთა ქნარი,
გამომძერწავი სახეთა, გვართა,
გამოუთქმელმან აგვასხა ფარი,
გადაგვაფარა წყალობის კალთა,
ძე მოგვივლინა ვით გზა და კარი,
ვდგევართ ახალი ცხოვრების კართან,
გადმოგვასხურა ციური ცვარი,
გადაგვეფარა სიწმინდის კვართად.
...
წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად,
მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,
ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,
შემდეგ ეს მიწა და საქართველო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1215 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, merab kostava, leqsebi, merab kostavas shemoqmedeba, ხელოვნება, მერაბ კოსტავა, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0