Загрузка...
მერაბ კოსტავა - შეხვედრა / merab kostava - shekhvedra - 16 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 16 » მერაბ კოსტავა - შეხვედრა / merab kostava - shekhvedra


7:19 PM
მერაბ კოსტავა - შეხვედრა / merab kostava - shekhvedra
გაირღვა კრეტსაბმელი
ტატნობთა ინახით,
ვარსკვლავთა გარდამოსვლის
მცდელობა,
ნეტა სად იყოფი,
ან ნეტა ვინ ნახა,
ო, რაბი, სერაბინთა
სერობა
ზეცაზე ანთია დენეზა და იდა
სად სული ზღვებს
მოელელება,
ღმერთებმა მიწაზე
სამსხვერპლოს გულიდან
აგასხეს ციერთა
თვალებად.
საკუთარ ისარზე
უნდა წამოეგოს,
თქვენს ფერხთით
დაემხოს ამური,
ფუნჯით დააფურჩქნეთ
მცხეთას და საეგროს
საწმისი და სიასამური

*

მთვრალმა საბერძნეთმა
სახლი ისრაილის
ჰპოვა, სად ვარდები ჰღუიან,
ოსანა, სოკრატე
უკმევს ისაიას,
ოსანა და ალილუია.

*

მდუმარე საღამო
ანთებულ ონიქსებს,
გადაჰფენს იესოს
სუდარას,
ო, როგორ აოცებს
ცეცხლის დიონისას
თვალებში ღვთისმშობლის
მუდარა.
ლურჯი კრეტსაბმელი
ტატნობთა ინასით,
გარდასულ სულების
მცდელობა,
ნეტა სად იყოფი,
ანუ სად ვინ ნახა,
ო, რაბი, სერაბინთა
სერობა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1249 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, merab kostava, leqsebi, merab kostavas shemoqmedeba, ხელოვნება, მერაბ კოსტავა, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0