Загрузка...
მერაბ კოსტავა - შავი ჯოჯოხეთის კურპი ხართ ნახადი / merab kostava - shavi jojokhetis kupri khart nakhadi - 16 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 16 » მერაბ კოსტავა - შავი ჯოჯოხეთის კურპი ხართ ნახადი / merab kostava - shavi jojokhetis kupri khart nakhadi


7:21 PM
მერაბ კოსტავა - შავი ჯოჯოხეთის კურპი ხართ ნახადი / merab kostava - shavi jojokhetis kupri khart nakhadi
შავი ჯოჯოხეთის კურპი ხართ ნახადი,
თხემიდან ტერფამდე ხართ სინდის ახდილი,
გინდათ, რომ სიწმინდეს ნამუსი ახადოთ,
მაგრამ შურისგების გაგტეხავთ მახვილი.

მოდგმას ანდამატურს ჩაზრდიხართ მარწუხად,
გინდათ, რომ უკუსვლით ვიდოდეს სამყარო,
გსურთ, რომ დედამიწა, როგორც ღორმა მუხა,
დედაბუდიანად გეზიდან ათხაროთ.

ეს რა ხვაშიადი ჩაითქვეს ერებმა,
უსისხლოდ გამართეს კაცთა სასაკლაო,
ბოროტს მიეყიდნენ და მეცნიერება
თავად დედამიწის ხდება მესაფლავე.

გონება ეფლობა სიბილწის სკორეში,
ირყვნება ბალღი ჯერაც უმწიფარი,
ისე გადაეშვნენ სოდომის მორევში,
ურცხვი ეროსიც კი თვალზე ხელს იფარებს.

ოდესღაც ჰყვაოდა რწმენის მისტერია,
ჰყვაოდა ბუნებაც, ციერთა ნასახი,
იცოდნენ, ფუტკარი მეუფის მწერია,
რომ თავად ქრისტე არის ვენახი.

დღეს მოწამლულია თაფლი და ღვინო,
ვერ ნახავ ორაგულს არაგვის ტალღებში,
გეენის ქაფმა როდემდე იდინოს,
როდემდე გასტანს გრძნობათ სიუხეშე.

და ამგვარ ყოფას ვინაც იგუებს
და არ აღაშფოთებს სასტიკი პრესი,
სიმტკიცეს წაუღებს აშკარა სიცრუე,
შხამი და ბალღამი გამყიდველ პრესსის.

ჰა, მოიპარება ზვირთებში მორიელი,
საიდან ინთხევა ესოდენ გესლი,
ვაჰ, თუ ჩაიარაზა გზები სულიერი,
ვაჰ, თუ გაიწირა ადამის თესლი.

შევი გეენიის კუპრი ხართ ნახადი,
თხემიდან ტერფამდე ხართ ნამუს ახდილი,
გინდათ, რომ სიწმინდეს ნამუსი ახადოთ,
მაგრამ შურისგების გაგტეხავთ მახვილი.

ძალა არნახული გაგსრისავთ იქავე,
უკვე შეისმინეს ხმა იგი ვედრების
კუშტად გადმოსცქერის სამყაროს მიქაელ
არქისტრატეგოსი ზეციურ მხედრობის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1142 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, merab kostava, leqsebi, merab kostavas shemoqmedeba, ხელოვნება, მერაბ კოსტავა, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0