Загрузка...
მერაბ კოსტავა - ყველგან, ან არსად / merab kostava - kvelgan, an arsad - 16 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 16 » მერაბ კოსტავა - ყველგან, ან არსად / merab kostava - kvelgan, an arsad


7:22 PM
მერაბ კოსტავა - ყველგან, ან არსად / merab kostava - kvelgan, an arsad
მზე გადაიხარა...
მოშუღართა იქნება შერიგება,
შურისგების
არც ერთი მისხალი
სისხლის არიდება!
ჩადგება ქარიშხალი
დარჩება...
მხოლოდ გარინდება.
ყოველი საწყისი სასრულს ჩაბარდება
შეწყდება სიკვდილი,
შეწყდება, დაბადება,
ცდომილთა დუნე სიარული,
ყოველივე,
სიბრძნეც კი განქარდება
დარჩება...
მხოლოდ სიყვარული.
აღარც აქა და აღარც იქა,
არც საიქიოს, არც სააქაოს...
და რომ განმართლდეს ძველი იგავი
ან ნურსად იქნები,
ან ყველგან იყავი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1243 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, merab kostava, leqsebi, merab kostavas shemoqmedeba, მერაბ კოსტავა, ხელოვნება, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0