Загрузка...
მერაბ კოსტავა - ღვთისმშობლისადმი / merab kostava - ghvtismshoblisadmi - 16 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 16 » მერაბ კოსტავა - ღვთისმშობლისადმი / merab kostava - ghvtismshoblisadmi


7:24 PM
მერაბ კოსტავა - ღვთისმშობლისადმი / merab kostava - ghvtismshoblisadmi
ადამის მოდგმა დაობლდა
თუ გველი გაწვა ცაზედა,
ედემში ალვა ჰყვაოდა
აქ ნაცარს ვიყრი თავზედა.

სოფლისა წარმავალობამ
გამიასკეცა ჭრილობა,
თუ მიხსნის, შენი წყალობა
და შენი წილხვდომილობა

შენგან, შენგან განიდიდა
და განხლდა მიწა ძველი,
შენ დაჰბადე სიკვდილითა
სიკვდილისა დამთრგუნველი.

ანგელოსთ დასმა გადიდა
უკვდავი სიტყვის მშობელი,
მე ბაგით, მწიკვლევანითა
ვით გკადრო საგალობელი,

ვნებანი ვეღარ აღვხოცე,
ავმან, საავდროდ ვიავე,
ნიჭი, ზეგარდმო ნაბოძი
გავფანტე, გავანიავე,

სული მომმადლე თმენითა,
გამოუთქმელო ენითა,
ხრწნილებისაგან დამიცევ
უხრწნელებითა შენითა,

თუ რამ ვცოდე, მომიტევე,
დამიშრე ცრემლთა ტბორები,
ნუ სადა მე დამიტევებ,
ნუ სადა განმეშორები.

სინანული განმიახლე
სიწმინდეო შეუვალო,
ტაძრად ღვთისად მიმახლე
ღმრთისა სძალო დედუფალო.

შენგან, შენგან განიდიდა
და განაახლდა ზეცა ძველი
მკვდრეთით აღდგა სიკვდილითა
სიკვდილისა დამთრგუნველი.

დაუსაბამო ნათლის ცისკარო,
სწრაფშესმენითა მადლის მგებელო,
შენდა ვღაღადებ ყოველ ცისმარე
უბიწოო, შეუგინებელო.

შენგან დამესახოს მაღალი მიზანი,
შენით დავუტევო გზანი ცოდვისანი,
შენ თვალო სულიწმიდისა,
ადამის მოდგმის გაისო,
ცისკენ გამდებო ხიდისა,
სერაბინთ უზესთაესო,

წინაშე ძისა შენისა,
მას დღესა განკითხვისასა,
ნუგეშად გამოგვიჩნდი რომელი
გვექმენი შუამდგომელი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1320 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, merab kostava, leqsebi, merab kostavas shemoqmedeba, ხელოვნება, მერაბ კოსტავა, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0