Загрузка...
მერაბ კოსტავა - ქართული საგალობელი / merab kostava - qartuli sagalobeli - 16 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 16 » მერაბ კოსტავა - ქართული საგალობელი / merab kostava - qartuli sagalobeli


7:29 PM
მერაბ კოსტავა - ქართული საგალობელი / merab kostava - qartuli sagalobeli
არ ამოვიკრავთ პირს ვინაიდან
წილად გვარგუნე ღმერთების ენა,
გიგალობთ რადგან დასაბამიდან
ყოველი არსი გიგალობს შენა.

სიმღერის მადლი მოგვდგამს მას იქით,
როგორც გულის ხმა დაუძლეველი,
ყველა ქართველში შენი მუსიკის
ანთია წმინდა საკურთხეველი.

შემაძლებინე მაღალო ღმერთო,
მოყვასთა ჩემთა მუხლი ვუყარო,
მოძმე მკერდიდან არ მომიკვეთო,
ტრფიალი მისი არ განმიქარვო.

მის გულისტკივილს ვგრძნობდე უსიტყვოდ,
გავუადვილო წუთისოფელი,
აი, ყველაზე ნაღდი მუსიკა,
აი, ქართულო საგალობელი.

უნდა ევნოო მისი გულისთვის,
უნდა იწვოდე მისი სახმილით,
აჰა, მამულო, შენი გულისთქმა,
შენი სიმღერა და მოძახილი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1668 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, merab kostava, leqsebi, merab kostavas shemoqmedeba, ხელოვნება, მერაბ კოსტავა, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0