Загрузка...
ალექსანდრე აბაშელი - უცნაური ამბავი / aleqsandre abasheli - ucnauri ambavi - 25 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 25 » ალექსანდრე აბაშელი - უცნაური ამბავი / aleqsandre abasheli - ucnauri ambavi


7:54 AM
ალექსანდრე აბაშელი - უცნაური ამბავი / aleqsandre abasheli - ucnauri ambavi


თბილისის ღამეს შიში სწვევია:
ამბავი მოაქვს მტკვარს უცნაური, -
ავჭალას ცეცხლი შემოხვევია,
ანთებულ რკინის ისმის ხმაური.
დაირღვა ძილი და მყუდროება,
მიეცა ღამე ჟრიამულს უჩვევს;
ნაძვის სვეტები თეთრ ურდობად
შემოესია თბილისის ქუჩებს.
და დაირაზმა შიშველ სვეტების
რკინის ფეხებზე შემდგარი ჯარი,
დატყვევებული ცეცხლის წვეთები
რომ დაარიგოს მეტის სიჩქარით.
ის ავჭალიდან სინათლეს ელის
და მთელი ღამე არ დაიძინებს;
შუშის კბილებით უჭირავს ქსელი,
სადაც მორჩილი ელვა იდინებს.
როცა სვეტები გადაიქცევა
ათასი მთვარის ეშაფოტებად,
სნეული ჩრდილი ცად აიწევა,
იმატებს ღამის გაბოროტება,
ვერას გახდება - ბევრიც იბრძოლოს,
და რომ ინათებს დილა სისხამი,
წავა და სადმე ქალაქის ბოლოს
თავს ჩამოიხრობს თბილისის ღამე.

1926


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1320 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, leqsebi, aleqsandre abasheli, leksi, leqsi, xelovneba, ალექსანდრე აბაშელი, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0