Загрузка...
ალექსანდრე აბაშელი - ტაძარში / aleqsandre abasheli - tadzarshi - 25 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 25 » ალექსანდრე აბაშელი - ტაძარში / aleqsandre abasheli - tadzarshi


7:56 AM
ალექსანდრე აბაშელი - ტაძარში / aleqsandre abasheli - tadzarshi
ნოემბრის ქარში ცივ ქუჩაში მოხეტიალეს
შემაკრთობს ზარი და ტაძარში შევალ შემთხვევით.
მოვისმენ ღაღადს. ძველი გრძნობა უცებ იელვებს.
ავანთებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი.

არ ვიცი ბრძენი განცდადს ამგვარს თუ რას დაარქმევს:
არა მწამს ღმერთი და მის სახლში რა მეტირება!
გამოვა მღვდელი. საცეცხლური სურნელს დააკმევს
და ჩემი ფიქრი ცისფერ კვამლში ჩაიძირება.

სიყრმის ბურუსში გაბრწყინდება დრო შორეული:
აღდგომა ღამე. დააღდგომო თეთრი ხალათი.
მამის საფლავზე დედაჩემი ცრემლმორეული.
იქვე სანთელი და საკურთხით სავსე კალათი.

საბრალო დედა! ჩემი გრძნობა უზენაესი
შენს მწუხარ სახეს განუწყვეტლივ გარს ახვევია.
კეთილო დედა! ჩქარა გაქრა ჩემი მაისი,
და ბნელი ღამე, ო, რა მძიმე გასარღვევია!

წკრიალებს ვერცხლის საცეცხლური, და საკმეველი
აღსავლის კარებს ცისფერ ღრუბლად ენარნარება.
მორწმუნეთ შორის ვდგავარ უცხო კათაკმეველი,
მაგრამ "განვედი" ჩემს ოცნებას არ ეკარება.

თავდება ლოცვა. ახსენებენ ჯვარზე ნაწამებს.
დამავიწყდება, რომ შემოველ მე აქ შემთხვევით.
ავანთებ ცრემლის ნაპერწკლებით დახრილ წამწამებს.
გადავდგამ ნაბიჯს მოწიწებით და ჯვარს ვემთხვევი.

1920


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1143 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, leqsebi, aleqsandre abasheli, leksi, leqsi, xelovneba, ალექსანდრე აბაშელი, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0