Загрузка...
ალექსანდრე აბაშელი - მზე ამოდის / aleqsandre abasheli - mze amodis - 25 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 25 » ალექსანდრე აბაშელი - მზე ამოდის / aleqsandre abasheli - mze amodis


7:57 AM
ალექსანდრე აბაშელი - მზე ამოდის / aleqsandre abasheli - mze amodis
სიომ სარკმელს შეჰსისინა: მზე ამოდის.
გააცინა ფანჯრის მინა: მზე ამოდის!
შემომძახა ცისკიდეზე ქორწილია,
და შენ რაღამ დაგაძინა: მზე ამოდის!
მიწამ ფრთები აიშალა ზურმუხტისა,
ცამ ღრუბლები ააფრინა: მზე ამოდის!
ცის ასული ისე მოჩანს ცეცხლის ნავში,
ვით ქალწული პაწაწინა: მზე ამოდის!
დღე ებრძოდა ღამის თავადს და ქალწული
მან საცოლედ დაირჩინა: მზე ამოდის!
აჰა, საქმრო მოახლოვდა ღრუბლის ჯარით
და მონახა ქალის ბინა: მზე ამოდის!
ცეცხლის ტუჩით ჰკოცნის ვაჟკაცს პატარძალი
კოცნამ ცეცხლი გააჩინა: მზე ამოდის!

1916


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1203 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, leqsebi, aleqsandre abasheli, leksi, leqsi, xelovneba, ალექსანდრე აბაშელი, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0