Загрузка...
ალექსანდრე აბაშელი - ახალ საქართველოს / aleqsandre abasheli - akhal saqartvelos - 25 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 25 » ალექსანდრე აბაშელი - ახალ საქართველოს / aleqsandre abasheli - akhal saqartvelos


7:58 AM
ალექსანდრე აბაშელი - ახალ საქართველოს / aleqsandre abasheli - akhal saqartvelos
მყინვარწვერის თოვლის თეთრო თაველო,
ლურჯო ნისლო, მტკვრიდან ცაზე ასულო,
ვეფხის ტყავად დაფენილო მთა-ველო,
ორბის ფრთების ჩრდილით გადახაზულო!

გაზაფხულს ოქროვანო წვიმებო,
მზის ყვავილო, ციდან ძირს გადმორგულო,
შოთას ქნარის მოგუგუნე სიმებო
და აკაკის ხმაწკრიალა ჩონგურო!

ძველო ფუძევ, მრავალ ჭირის მნახველო,
ოფლდაღვრილო ბევრჯერ სისხლით ნაბანო!
წინაპარტა ღირსეულო სახელო
და გმირების მუდამ თბილო აკვანო!

ნედლო მიწავ, ერთი ხელის დადებავ,
გამძლეობით უმტკიცესო რვალისა!
ელვის ღვარო და მსოფლიოს ნათებავ
ამ მიწიდან ამოვარდნილ ალისა!

განთიადის ცეცხლის შემოკიდებავ
და საღამოს მთვარევ, ჯიხვის რქიანო!
აღმართ-აღმართ აღმავალო დიდებავ,
შენ ახალი საქართველო გქვიანო!

1941


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1315 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, leqsebi, aleqsandre abasheli, leksi, leqsi, xelovneba, ალექსანდრე აბაშელი, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0