Загрузка...
ალექსანდრე აბაშელი - ატმის ყვავილები / aleqsandre abasheli - atmis kvavilebi - 25 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 25 » ალექსანდრე აბაშელი - ატმის ყვავილები / aleqsandre abasheli - atmis kvavilebi


7:59 AM
ალექსანდრე აბაშელი - ატმის ყვავილები / aleqsandre abasheli - atmis kvavilebi
ჩამავალი მზის უცებ ჩაქრა ალი უშრეტი,-
მზე გააქციეს ვარსკვლავების თეთრმა ეშვებმა.
დავხრი წამწამებს: - თითქოს ფარდა ჩამოეშვება -
და სადღაც ტვინში აენთება ერთი უჯრედი.

და უმიზეზოდ, უცნაურად მომაგონდება:
წაქცეულ ხეზე დინჯად ადის შავი მამალი,
ღობის წნელებში გახლართულა მზე ჩამავალი.
ღობესთან სხივი და ქალის თმა ერთად გროვდება.

ცისფრად ელავენ ოქროსთმიან ქალის თვალები,
გაწვდილი ხელი ატმის ყვავილს ვეღარა სწვდება.
ვიცი - ისარი იისფერი გულს არ ასცდება,
მაგრამ მივრბივარ,რომ ვუშველო ქალს მოკრძალებით.

იხრება დაბლა შტო ატმისა.ყვავილს სწყვეტს ხელი.
და,როგორც გნოლი მოიტაცოს ცის შევარდენმა, -
მოულოდნელად ქალის ხელი ტყვედ ჩავარდება
და გამწყრალ თითებს დააცხრება ტუჩები ცხელი.

ქალი სახლისკენ მიბრუნდება და მიმავალი,
მესვრის ღიმილით ატმის ყვავილს თვალანთებული.
გული ჩიტივით ფრთებს იწეწავს დატყვევებული.
წაქცეულ ხეზე დგას და ყივის შავი მამალი.

1927


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1447 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, leqsebi, aleqsandre abasheli, leksi, leqsi, xelovneba, ალექსანდრე აბაშელი, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0