Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - რექვიემი / nika cherqezishvili - requiem - reqviemi - 28 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 28 » ნიკა ჩერქეზიშვილი - რექვიემი / nika cherqezishvili - requiem - reqviemi


0:15 AM
ნიკა ჩერქეზიშვილი - რექვიემი / nika cherqezishvili - requiem - reqviemi


დილიდან თოვდა, შუადღისკენ უფრო იმატა.
არა მგონია, ამ ცხოვრებას თავი მოებას.
ვინც ახლა ჩემზე ჭორაობენ, ერთი იმათიც…
ეს სტროფი ასე ბოლოვდება - ამაოება.

დღეს ერთი მაგრად გამოვთვრები, ალბათ ღორივით,
დავწვები მერე იატაკზე, მიყვარს მტვრის სუნი,
საკუთარ სისხლს რომ არ წავბილწავ - ორჯერ ორია,
ჰოდა, ალერსზე უარს ვამბობ, წადი, ფისუნი.

დავრჩები მარტო, სიმარტოვე ლურჯი ფერია,
ერთი სული მაქვს, ერთი ვარ და ერთს ვეფერები.
საითაც გინდა გაიხედე - არაფერია.
ყველაფერია - მხოლოდ მისი ბედნიერება.

შუადღით თოვდა, საღამოსკენ უფრო იმატა.
წელს უჩვეულოდ ცივი ხელი ჰქონდა ნოემბერს.
მე სიცოცხლეში მიმატოვეს, ჩანს, გამიმართლა,
საზიზღრობაა, რომ კვდები და მერე გტოვებენ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1241 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0