Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - აღმოსავლეთით / nika cherqezishvili - aghmosavletit - 28 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 28 » ნიკა ჩერქეზიშვილი - აღმოსავლეთით / nika cherqezishvili - aghmosavletit


0:30 AM
ნიკა ჩერქეზიშვილი - აღმოსავლეთით / nika cherqezishvili - aghmosavletit


ქეთუს

ახლა ჩვენს შორის სიშორეა, სივრცე, ჰამადა,
ფანჯრის მინებზე - ქარისა და წვიმის პა-დე-დე.
ალბათ ამ ნაწერს შუაღამის ბოდვას გავატან,
რადგან უშენო პოეზია სისხლსაც ადედებს
და კაბალურად ჩემს წილ ჰაერს ადებს ტარიფებს,
ჩემს უშენობას მე დავარქვი - ყოფნა ხურუში,
ახლა ღამეა - მობატონე დღეზე ხალიფა,
ჩანს ცაზე მთვარე, როგორც თურქის მუჭში ყურუში
და ახლა - ისევ მენატრება, მოგყვე, გეძიო,
მინდა ცხოვრებას მივაძახო პირში - მე შენი...
შენი თითებით ჩავიტარო ტანზე ჯენ-ძიუ,
შენი თვალების სისველიდან შევსვა ჟენშენი,
რომ დედამიწამ ვერ გაბედოს მეტად ხალტურა,
შენს სუფთა სისხლში ჭუჭყიანი ხელის ფათური,
მაინც მოგძებნი, მანამდე კი - იყოს დასტურად
ეს ლექსი, როგორც თავგანწირვა - სულით, ნატურით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1239 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0