Загрузка...
გიორგი გაბაიძე - ჩვილის სონეტი / giorgi gabaidze - chvilis soneti - 4 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 4 » გიორგი გაბაიძე - ჩვილის სონეტი / giorgi gabaidze - chvilis soneti


0:21 AM
გიორგი გაბაიძე - ჩვილის სონეტი / giorgi gabaidze - chvilis soneti
მართმევ სხეულს და მომავალს კი წარსულში მარხავ,
ახლა სიტყვებიც, როგორც მე – შენ მეზედმეტება,
გაუსაძლისად მტანჯავს სისხლის არშედედება,
შენ ნერწყვს ვერ ყლაპავ და სიმშრალით გევსება ხახა.
...
ვიოლინოს ხმას აუტანლად მინაზე კაწრავს -
სიცოცხლის ჟინი - წამებსაც რომ აქცევს დეკადად,
სხვისი ხელებით გამომწვლილე რაც თუ მებადა,
და სამუდამოდ გაიკეთე ღიმილზე აცრა.
...
მოკლეა აწმყო, მომავალიც რა შეგხვდა - ხურდა,
წარსული კიდევ წამდაუწუმ გირტყამს ხელუკუ,
ცივი მარყუჟით გაიკეთე მაშინ სეპუკუ*,
როცა სიცოცხლე თუნდაც ჩემზე მეტადაც გსურდა.
მლაშე სიშორე ამოავსებს სისხლით ჩემს კუნკულს...
დავრჩებით მარტო, შენ შენივე, მე კი ჩემს სულთან.



* სეპუკუ - იგივე ჰარაკირი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1171 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, giorgi gabaidze leqsi, leksi leksebi, poezia leqsebi, გიორგი გაბაიძე, გიორგი გაბაიძის ლექსები, giorgi gabaidzis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0