Загрузка...
გიორგი გაბაიძე - ჩემი ყურით გაგონილი ფარცქვალას პასუხი / giorgi gabaidze - chemi kurit gagonili farcqvalas pasukhi - 4 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 4 » გიორგი გაბაიძე - ჩემი ყურით გაგონილი ფარცქვალას პასუხი / giorgi gabaidze - chemi kurit gagonili farcqvalas pasukhi


0:22 AM
გიორგი გაბაიძე - ჩემი ყურით გაგონილი ფარცქვალას პასუხი / giorgi gabaidze - chemi kurit gagonili farcqvalas pasukhi
დიმიყურეთ, მოგახსენოთ ჩემებური ხებერი,
მამაჩემი თუ ადვილად გააქილიკბითურეთ,
ის გამოდგა ბლუცუნაი და ჩემი ძმა კი ბეყერი,
ხალხმა იმითვალწუნა და ყველა უნდოდ მიყურებს.

მეიფიქრეთ ვითომ ზვინში რამე ცუდი ვიკადრე,
სულ ტყუილად ლაპარაკობთ ჩემზე სოფლის კაცები,
გეფიცებით ეს მუცელი ორსულობით კი არა,
გემებერა იმის გამო, რომ თვალი მაქვს ნაცემი...

ერთჯერ შევცდი და საქვეყნოდ, დემემართა ამფერი,
ღამით შეყვარებულივით მძინავს თვალებგახელილს,
მაგას დუუდგა თვალები და მოშპა ბეჩი ხაპერი,
მაგის მემრე გატყდა ჩემი ძილიცა და სახელიც.

მაგრამ ვნახოთ, რა იქნება, ჩემებურად შევბედე,
ამ ლექსიდან გეიგებს ჰელბეთ, იმას მემრე რომ მიყვარს,
დამწყნარდება გადარევლი, ჩემი ბაბაი მემედი,
ვინმე ხელს თუ მომკიდებს და ერთ დღეს ცოლად მომიყვანს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1078 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, giorgi gabaidze leqsi, leksi leksebi, poezia leqsebi, გიორგი გაბაიძე, გიორგი გაბაიძის ლექსები, giorgi gabaidzis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0