Загрузка...
გიორგი გაბაიძე - შუაღამე... / giorgi gabaidze - shuaghame... - 4 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 4 » გიორგი გაბაიძე - შუაღამე... / giorgi gabaidze - shuaghame...


0:24 AM
გიორგი გაბაიძე - შუაღამე... / giorgi gabaidze - shuaghame...
(ტერენტის)

ვუყურებ, თუმცა ვერ ვიმეტებ,
სანთელზე ფრთებდამწვარ ფარვანას,
ერთი დღის ნაბოძებ იმედებს,
ნათლისკენ სწრაფვაში ავანებს.

და უკანასკნელზე მეც ვფიქრობ,
სულის იმ ღვთაებრივ როკვაზე,
მომეცა ცოტათი მეტი დრო,
რომ სამას სამოცი მოვხაზო -

ანუ წრე... ყოველთვის მსდევდა თან
სურვილი, როგორაც ფარვანებს...
სინათლე გაალღობს სევდას და
თვალებში სინესტედ ავანებს...

სხვა დილა სულ სხვა გათენებით,
სიფრთხილით ჩამაცვამს სამარეს,
და გაიჟღინთება ვენები
ბინდით, - ეს დუმილის ხმა არის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1024 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, giorgi gabaidze leqsi, leksi leksebi, poezia leqsebi, გიორგი გაბაიძე, გიორგი გაბაიძის ლექსები, giorgi gabaidzis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0