Загрузка...
გიორგი გაბაიძე - შენ ელი... / giorgi gabaidze - shen eli... - 4 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 4 » გიორგი გაბაიძე - შენ ელი... / giorgi gabaidze - shen eli...


0:27 AM
გიორგი გაბაიძე - შენ ელი... / giorgi gabaidze - shen eli...
(თუნთას)

შენ ელი, ვის ელი, ყოველდღე რომ ელი?
მოვა ის თებერვლის თოვლივით ხვალ ან ზეგ,
მთვარეზე დაკრეფილ შროშანთა მთოვ-ელი,
ჟრუანტელს სხეულზე ფანტელად დაგასევს.

ის მოვა უბრალოდ, ანაზდად მომენდე...
ფანტ-ელის სურნელით თუ გაიანაზდებს,
სისრულე დაეშვა ქალწულის დონემდე,
და იშვა სამყაროს სრულყოფა ბაგაზე.

შენ ელი, ყოველ დღე, რომ ელი, ვის ელი?
ზღვისპირი გიზიდავთ შენ-ცა და თოლიებს,
ტალღებმა მოკრიფეს სოვ-ელი ბისერი,
და ყელზე შეგაბეს ქაფისფერ კოლიედ.

და სულში და ლექსში და გარეთ, შინ ელი,
შენ ელი, ელი და თუ მოვა თოვლივით -
თეთრი და იმდენად ლამაზად შიშვ-ელი
ვით ციდან მოსული და უარყოფილი.

ყოველდღე ვის ელი, რომ ელი, შენ ელი...
მოვა ის აპრილის თოვლივით და თუნდაც,
ნაფერებ ფიფქების ფერების მფენ-ელი,
ნამთვარევ თბილისთან... სხივჩამდნარ ბათუმთან.

და მიკვირს ვის ელი და მიკვირს მეც ასე,
მეც ასე რას ველი, ვის ვ-ელი, რომ ველი?!
ადიხარ გრძნობების მესამე ზეცაზე,
თავს ირთობ ბათუმურ ამინდის ნოველით...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1370 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, giorgi gabaidze leqsi, leksi leksebi, poezia leqsebi, გიორგი გაბაიძე, გიორგი გაბაიძის ლექსები, giorgi gabaidzis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0