Загрузка...
გიორგი გაბაიძე - ყეფენ საფეთქლები / giorgi gabaidze - kefen safetqlebi - 4 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 4 » გიორგი გაბაიძე - ყეფენ საფეთქლები / giorgi gabaidze - kefen safetqlebi


0:29 AM
გიორგი გაბაიძე - ყეფენ საფეთქლები / giorgi gabaidze - kefen safetqlebi
ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ,
მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე,
ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს,
იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.

ასე მირჩევნია, რომ არ მიგიჩვიო ახლოს,
ცხელი სუნთქვისაგან ჰაერს შეუზავო ორთქლი,
სუნთქვა რომელშიაც რაღაც ჩემეულიც სახლობს,
ბაგე რომლიდანაც რაღაც შენეული მოვთქვი.

სისხლი კალაპოტში აღარ დაგეტევა, მერე,
ვენებს საფეთქელთან ისე გაგიგიჟებს, - უმალ,
როკვას დაამსგავსებს გული არითმიულ ბგერებს,
ყეფენ საფეთქლები, ხოლო ბაგეები დუმან.

ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ,
მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე,
ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს,
იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1115 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, giorgi gabaidze leqsi, leksi leksebi, poezia leqsebi, გიორგი გაბაიძე, გიორგი გაბაიძის ლექსები, giorgi gabaidzis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0