Загрузка...
გიორგი გაბაიძე - ქართველი პოეტი / giorgi gabaidze - qartveli poeti - 4 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 4 » გიორგი გაბაიძე - ქართველი პოეტი / giorgi gabaidze - qartveli poeti


0:33 AM
გიორგი გაბაიძე - ქართველი პოეტი / giorgi gabaidze - qartveli poeti
(ეძღვნება ზურაბ გორგილაძეს)

რასაც ვწერდი ვიწამე, ხალხს გავანდე გულისთქმა,
ვწერე სულის ნაშანთი, განცდით ნაიარევი,
ამან რა გაისაზრა, იმან რა იგულისხმა,
ყველა გამსვლელს გულიდან ღია დარჩა კარები.

მე ულევი ცის ნამით, შემოდგომის თვალებში,
შევეფეთე ქარიშხალს, გაზაფხულის მახვილით,
ბევრი ცდილობს გამბანგოს, მდორე სისხლით გამლეშოს,
ყველა ყალბი მხედარი ცდილობს მომდოს აღვირი!

ძველებურად ქარიშხალს ვეღარ შევეფეთები,
როცა გაისვრ-გასვრიან უბრალო კაცს ფუნჯივით,
ახლა გაშრა ქაღალდზე ლურჯი ცრემლის წვეთები,
ცისარტყელაც ნახატზე უფერობას უჩივის.

როცა მუხტი არ არის პულსის ყოველ ფეთქვაზე,
თვალის ყოველ გახელას თუ არ ახლავს ნაკვესი,
(როცა კაცის კაცობა იზომება ხელფასით,
არა მისი ცხოვრების ნაღვაწით და ნათესით.)

მაგრამ მტკივა მაშინაც, როცა მძინავს უსულოდ,
მღვიძარს გული სავსე მაქვს _ სისხლით, რწმენით იმედით,
ვარ ქართველი პოეტი, უხელფასოდ, უფულოდ,
ღმერთთან გულის სიწრფელით, ბევრზე ადრე მივედი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1129 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, giorgi gabaidze leqsi, leksi leksebi, poezia leqsebi, გიორგი გაბაიძე, გიორგი გაბაიძის ლექსები, giorgi gabaidzis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0