მთავარი » 2014 » ნოემბერი » 4 » გიორგი გაბაიძე - საქართველოს ლექსის რაინდო / giorgi gabaidze - saqartvelos leqsis raindo
0:36 AM გიორგი გაბაიძე - საქართველოს ლექსის რაინდო / giorgi gabaidze - saqartvelos leqsis raindo
|
გენრი დოლიძეს
შენ შეიძლება არც გიფიქრია, შენი ფიქრები ქარმა არია, ნაპოეტრები სადღაც მიქრიან... შენ სისხლში რჩები რაც მთავარია!
შენ პოეტობა გეფიანდაზა, გწამდეს წარსულში უსამსალია, ახლა პოეტობს ყველა ჯამბაზი, ყველა მასხარა, ვისაც სცალია.
დრო დადგა დაჭკნეს ტრიფოლიატი, შენში გენია თითქოს გაორდა, უფალს ტარიგად სტროფებს მიართმევ, თუ არ გაგისკდა მანამ აორტა...
თუკი განგებამ კვლავაც დაგინდო, კვლავ აირეკლო სუნთქვაში ფრესკის, შენ საქართველოს ლექსის რაინდო, მილენიუმი ხელთათმანს გესვრის.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1377 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, giorgi gabaidze leqsi, leksi leksebi, poezia leqsebi, გიორგი გაბაიძე, გიორგი გაბაიძის ლექსები, giorgi gabaidzis leqsebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|