Загрузка...
გოჩა სხილაძე - ქეთის / gocha skhiladze - qetis - 8 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 5:19 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 8 » გოჩა სხილაძე - ქეთის / gocha skhiladze - qetis


4:58 PM
გოჩა სხილაძე - ქეთის / gocha skhiladze - qetis


ქეთი ქარია შორი აქედან
ქედს რომ გადუფრენს თეთრი ქედანით
დანისლულ დღეთა ფორიაქიდან
გულს ძირს დახრიან ახალბედანი
სანამ მზემ ქეთი დღე გაანათა
გულანათალი ჩანს ორქიდეა
არის კრიალი ვერცხლის დანათა
ჩემი სიცოცხლე ბნელის კიდეა
შენი მშვენების დანაშაულის
სასწაულია ვარდთა დაცვენა
მერე შენს თვალებს მზე გადაუვლის
მზე ჩვენ რომ ღამით აღმოგვაცენა
უფალს შეასმენს როს ღაღადებას
საღამოს ქარის გრილი საყდარი
მთვარით ვარდების გაღადღადებას
აღარ შეხედავ შენ გულგამტყდარი
ჯვარის გზა არი არუნარეკლო
გულში არეკლე ლია, რახელი
რა მაღალია ხედავ სამრეკლო
რა მაღალია უფლის სახელი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1330 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0