Загрузка...
გოჩა სხილაძე - ნია / gocha skhiladze - nia - 8 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 8 » გოჩა სხილაძე - ნია / gocha skhiladze - nia


4:59 PM
გოჩა სხილაძე - ნია / gocha skhiladze - nia


ნია ნიავი თმებს გადაგყვება,
თუ გეშინია სულშიც იქროლებს.
ნია აქ ქარი ქარიშხალს ყვება,
ემშვიდობება აქ და იქ როლებს.
ავ დროებათა ანათებს ბროლი
სიზმრებში მქროლის განმარტოებას,
სადღაც სიმღერა კრთება თებროლის
და ხე ბრიალებს ყვითელრტოება.
მალე სიკვდილის ყვითელი ტორი
ქორის მზეს ქარში დაეტოლება,
დაბრკოლებაა სხივების თორი
შორით ანათონ თანატოლებმა.
ნია, თანატოსს ველი ყოველთვის
ძილში, რომელიც მისთვის ძმა არის,
მკვლელი ჯვარია იანვრის ბნელთვის,
შენთვის ნაღველით ისმება ძმარი.
გრილი წერტილიც აქ დაისმება
და ჩაწყვეტილი სიმღერის ეხო
სიზმარს ტირილით შეეხორცება,
მე ხომ არ მინდა რომ მკვდრებს შევეხო.
ქროდეს, ვერ მოგწვდეს ქარი, ავდარი,
არ მიგწუროდეს მზეი აროდეს,
გამტყდარი სანთლის კრთოდეს საყდარი
მისთვის, ვინც ბნელში მიიჩქაროდეს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1107 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0