Загрузка...
გოჩა სხილაძე - ვარსკვლავების დარაჯი / gocha skhiladze - varskvlavebis daraji - 8 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 8 » გოჩა სხილაძე - ვარსკვლავების დარაჯი / gocha skhiladze - varskvlavebis daraji


5:00 PM
გოჩა სხილაძე - ვარსკვლავების დარაჯი / gocha skhiladze - varskvlavebis daraji


ამ ველურ ვარდებში ვარ ეულ-მთვარეული
შივას ვარსკვლავების მიყვარს დარაჯობა
არ მშივა სიცოცხლე არეულ-დარეული
გული ეუბნება სიკვდილს გამარჯობა

შენდობა შენდა ვარსკვლავო სხივქორბუდა
შენდამი ვარდი ვარ მიქელ-გაბრიელო
ვარსებობთ შენ და მე ოქროსფერო ბუდა
მე აქ მთვარის ვერცხლი უნდა გიბრიალო

ტყდებიან ვერხვები ცეცხლით ასვეტილი
დაისვა წერტილი ვარდების სახსოვარის
მთვარის დამაფიქრებს ღილი აწყვეტილი
და ღიმილ ჩაქრობილი ჯვარი მაცხოვარის

აქ არის მთვარე მთქნარებით მონავალი,
ზღვარი იანვარის, ქარების, მყინვარების,
ვარდი, ვარსკვლავები, ბავშვი ონავარი,
კვლავ ქარის ამოვარდნა ხვალის მძვინვარების.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1000 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0