Загрузка...
ნაზი კილასონია - საგალობელი სიყვარულისა / nazi kilasoni - sagalobeli sikvarulisa - 8 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 8 » ნაზი კილასონია - საგალობელი სიყვარულისა / nazi kilasoni - sagalobeli sikvarulisa


5:02 PM
ნაზი კილასონია - საგალობელი სიყვარულისა / nazi kilasoni - sagalobeli sikvarulisa


ეშმაკმა დალახვროს,
მაინც რა ყოფილხარ,
თოლიგე.
არა, შენ ისეთი არა ხარ,
როგორიც მეგონე,
ისეთი არა ხარ,
თოლიგე.
შენ სურნელი აგდის
მიწის და კაცისა,
თოლიგე,
და თუ დაგჭირდა,
ყვავილსაც გასრისავ,
თოლიგე.
მე ზეცით მევსება
თვალები ორივე,
თოლიგე.
მაგრამ შენ _ მიწას
ვერაფრით გეხსნები,
თოლიგე.
რადგან მე ფერფლი ვარ
შენი ნეკნისა,
თოლიგე,
ვიწვები _
შენი ცეცხლი მეღირსა,
თოლიგე,
ციცაბოდან დავცურდი
კლდეების ყვავილით,
თოლიგე.
მესმა ნეკერის ტკაცანი,
ხარირმის ხავილი,
თოლიგე,
გაზაფხულით მევსება
თვალები ორივე,
თოლიგე.
არა, ვერ დაგეხსნები,
თოლიგე,
თოლიგე,
და ასე ტყედატყე
მოვდევ შენს ნაკვალევს,
თოლიგე,
აუ, ხელებს გიწვდი
და თვალებს საყვარელს,
96
უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგია
97
თოლიგე,
რომ ღმერთად ვიწამო
თვით ჩემი არსებაც,
თოლიგე,
რადგან მე მიწა ვარ
და შენით სავსე ვარ,
თოლიგე!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1122 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0