Загрузка...
ნაზი კილასონია - ოჩოკოჩი / nazi kilasoni - ochokori - 8 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 8 » ნაზი კილასონია - ოჩოკოჩი / nazi kilasoni - ochokori


5:02 PM
ნაზი კილასონია - ოჩოკოჩი / nazi kilasoni - ochokori


ოჩოკოჩი ბაკუნობს თხის ჩლიქებით,
ოჩოკოჩს უჭირავს სტვირი.
იარა,
იარა,
დალექა ჩირგვები,
ახოსთან წაიქცა და ტირის.
ოჩოკოჩო,
ჰეი,
ოჩოკოჩო!
ჩაჰბერე,
დაუკარ სტვირი!
ოჩოკოჩი ხეტიალობს ნაურმალ შარაზე, _
კაცი ვარო და
სისხლი მიდუღს,
მეგრელმა ქალებმა კარები ჩარაზეს
_ დიიდუ!
ფაცხაში ბავშვებმა უმატეს ტირილს,
ფაცხაში ვარსკვლავები ცვივა.
ოჩოკოჩო, ჩაჰბერე,
დაუკარ სტვირი,
ცივა...
ოჩოკოჩი წყევლის
ღამეებს მთვარიანს,
სიყვარულით ღარიბს,
მარტოობას მდიდრულს.
ოჩოკოჩი ტყეში დადის და
ოჩოკოჩი მთვრალია,
დიდუ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1327 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0