Загрузка...
ლელა ცუცქირიძე - მოქალაქე / lela cucqiridze - moqalaqe - 8 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 8 » ლელა ცუცქირიძე - მოქალაქე / lela cucqiridze - moqalaqe


10:02 PM
ლელა ცუცქირიძე - მოქალაქე / lela cucqiridze - moqalaqe


მოგახსენებთ, რომ მე, მოქალაქე,
თქვენი ქალაქის პატივცემული მაცხოვრებელი,
ამა წლის ერთ დღეს, ჩემი სახლიდან გამოვედი,
როგორც ყოველთვის.
ქროდა ქარი, მზე ანათებდა,
სავსე იყო პროსპექტი ხალხით,
იდგნენ ხეები.

ზეაწეული, ხმელი ტოტებით
ხეები ჰგავდნენ ხელებაწეულ ადამიანებს.
ერთ შემთხვევაში - მავედრებლებს,
თითქოს წყალში იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენ
და მეორე შემთხვევაში - ტყვედჩაბარებულ დამარცხებულებს.

მე არ მეცალა ხეებისთვის, სამსახურში ვაგვიანებდი.
მზე ანათებდა, ქროდა ქარი
და არც ერთ ხეს, არც ერთი ტოტი არ ერხეოდა.
ტოტებზე მშვიდად დგამდნენ ბუდეებს
ბუნკერებში დანაყრებული ჭილყვავები,
დებდნენ კვერცხებს,
კვერცხებიდან ბახალები იჩეკებოდნენ.
ბახალები ტოტებს შორის იდგამდნენ ფრთებს და
ვარჯიშობდნენ, როგორ დაეკრათ ჯერ: კანტი-კუნტად, ჩუმი ტაში,
მერე მქუხარე,
მერე ხანგრძლივი,
ბოლოს - ხანგრძლივი და მქუხარე.

ერთი ხანობა, გავიფიქრე:
მოქალაქენო, მოიჭერით ხმელი ტოტები, რომლებზეც ზიხართ,
დაყარეთ დაბლა, როგორც ხელები
და თავს მიეცით უფლება, რომ იამაყოთ:
პრესტიჟული სამსახურით, კარგი მანქანით,
კარგი სახლით და აგარაკით,
ევრორემონტით, ევროიმიჯით, ევროპიარით...
ახალგაზრდა საყვარელით,
ბებერი ცოლით,
ყოველ საღამოს, დასაქოქი თოჯინასავით მომართული რომ გეუბნებათ:
- მომეცი ფული ავეჯისთვის, სპა-სალონისთვის,
ლიპოსაქცია-ბოტოქსისთვის,
კერძო ბაღისთვის, სკოლისათვის, სამკაულისთვის...
მომეცი ფული სექსისათვის, მოჩვენებითი სიყვარულისთვის...
თქვენც მშვიდად იღებთ მოწყალებას ჯიბეებიდან ან საკრედიტო ბარათებიდან
არა ქუჩის ბოლო კახპასთვის,
არამედ სახლის და ოჯახის ბოლო ცოლისთვის.
ნუ ნერვიულობთ, არავინ განგსჯით:
ტოტები უკვე მოჭრილი გაქვთ
და დაბლა ყრია.

...მაგრამ მე, ერთი რიგითი და კანონმორჩილი (აქ ხაზს ვუსვამ!)
მოქალაქე ვარ
და ფიქრის ისე მეშინია, როგორც ჭილყვავის,
(ჰიჩკოკის ფილმის ფრინველები დამდევენ უკან).
მეშინია, საერთოდ, ფრენის,
უფრო საერთოდ: ხმელი ხეების,
რომლებიც ჰგვანან უფრთო ფრინველებს.
მეშინია მაღლა ახედვის და
ტროტუარზე თავჩაღუნული სიარული მირჩევნია.
ასე, ადვილად ვამჩნევ წარწერას:
”მიწაზე გადასვლა (როგორც ფრენა), აკრძალულია!”

მე, ყოველ დილით, როცა პროსპექტი სავსეა ხალხით,
ჩემი სახლიდან გამოვდივარ,
მზე ანათებს, ქრის ცივი ქარი.
არ ვიმჩნევ ხეებს - ხელებაწეულთ,
არ ვიმჩნევ ფიქრს და უფიქრობას,
ჭილყვავებისგან ამოკორტნილ რუხი ღრუბლების ტრანსპარანტებს
და ამ და სხვათა მიზეზთა გამო,
მოკრძალებით მოგახსენებთ:
გთხოვთ, ამირჩიოთ საპატიო მოქალაქედ,
მე - ქალაქის ღირსეული მაცხოვრებელი,
რჩეული გვამი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1027 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0