Загрузка...
ლელა ცუცქირიძე - ბონსაი / lela cucqiridze - bonsai - 8 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 8 » ლელა ცუცქირიძე - ბონსაი / lela cucqiridze - bonsai


10:06 PM
ლელა ცუცქირიძე - ბონსაი / lela cucqiridze - bonsai


გასწავლო ჯუჯა ხეების გამოყვანა?
ფანჯრის რაფაზე, ან ოთახის კუთხეში დადგამ,
ეგზოტიკური სილამაზით მოხიბლავ სტუმრებს...
ადვილია,
ბევრი შრომა არ დაგჭირდება:

ასაკოვანი ბროწეულიდან ან ატმიდან,
ან სულ ერთია
(შენი ეზო დაბურულია მამის დარგული ძველი ხეებით),
ააჭერი საშუალო ზომის კალამი.
დაელოდე, სანამ ფესვებს გამოიღებს წყლიან ქილაში,
მერე ვიწრო ქოთანში ჩარგე.
ღორღი - მეტი, მიწა - ცოტა და უხარისხო!
დატკეპნე კარგად, იშვიათად დაუსხი წყალი.
აშიმშილე, არ შეგეცოდოს!
ზრდა ხომ უნდა შეაჩეროს, რომ ჯუჯად იქცეს.

მერე ტოტები, რომლებიც ცაში აჭრილი ჩიტებისკენ მიისწრაფვიან, გადაჭერი.
ურჩ ფესვებს კი,
ცოცხლად დამარხულ ადამიანის ხელებს რომ ჰგვანან,
ხელმეორედ მიაყარე:
ღორღი - მეტი, მიწა - ცოტა და უხარისხო!
არ გეუბნები, ჩაქოლე-მეთქი,
მაგრამ გირჩევ, არ შეიცოდო და არ დაინდო!
ეს იმიტომ, რომ, ერთ მშვენიერ დღეს,
სტუმრებს თავი მოაწონო,
როგორც აწონებ შავ როიალზე საგულდაგულოდ დალაგებული,
ჩარჩოიანი ფოტოებით.
ამ ფოტოებზე, შენი გოროზი წინაპრები ვენურ სკამებზე ჩამომსხდარან,
ან მუყაოს შავ ცხენებზე ამხედრებულან.

გასწავლო ჯუჯა ხეების გამოყვანა?
სულ ადვილია,
საკუთარ თავზე გამოვცადე:
მოვიჭერი ცაში აჭრილი ჩიტებისკენ გაწვდილი ტოტი,
ქვა და ღორღი მივიყარე ურჩ ფესვებზე,
დავპატარავდი.
ერთი ეგაა, როგორც თვითმკვლელის მძიმე ყულფი,
ისე მიჭერს სხეული სულზე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1746 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0