Загрузка...
თეა თაბაგარი - mon chéri / tea tabagari - mon cheri - 19 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 6:17 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 19 » თეა თაბაგარი - mon chéri / tea tabagari - mon cheri


2:32 PM
თეა თაბაგარი - mon chéri / tea tabagari - mon cheri
შენ სულ აღმა-დაღმა დადიხარ,
დაგვყა ხასიათი მოშარო,
მზერა ისე კუშტი გაგიხდა,
ათას სისულელეს როშავენ
შენზე აქა-იქ და ჭორებად
დაგდევენ ზურგსუკან ფრაზები,
რომლებსაც გაურბი, შორდები,
არცთუ იშვიათად ბრაზდები.
წლებზე მკითხაობენ ბოშები,
აღარც ნაოჭები გაკლია,
მაინც, გვერდის ავლით, მოშვებით,
თავს აღწევ ამინდებს ნაღვლიანს.
ცისკრის ვარსკვლავებს რომ ადარებ,
მიკტლის ფერი ადევთ შროშანებს,
შუბლზე გაწერია_ "მადარდეთ,
ვერაფერს დამაკლებს დრო-ჟამი."
მახსოვს, უცაბედად რომ შემხვდი,
წვიმდნენ ტირიფები ბაღიდან...
მე ვთქვი:
- შემიყვარდი, Mon chéri,
შენ კი, მიპასუხე:
- არ ღირდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1170 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, თეა თაბაგარი, tea tabagari, leqsebi, tea tabagaris poezia, tea tabagaris leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0